სამრეწველო, ბეტონის იატაკები

  


 


 

  

 


 

გთავაზობთ თანამედროვე მაღალხარისხიანი ბეტონის სამრეწველო იატაკების (იხილეთ სურათები) მოწყობის სამუშაოებს ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

პირველ რიგში ნიადაგის საფუძვლის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარების შემდეგ  (ნიადაგის გეოდეზიური გამოკვლევა, მოსაწყობი ტერიტორიის დაგეგმარება, მიწის მოჭრა, დატკეპნა, დონეების და დახრების განსაზღვრა, სავარაუდო დატვირთვების გამოთვლა, იატაკის კონსტრუქციული გაანგარიშება, სისქისა და არმირების გათვლა და ა.შ.)  ვახდენთ ბეტონის დასხმა - დამუშავებას მაღალი მარკის ბეტონის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდო დატვირთვის გათვალისწინებით, იატაკის განმტკიცების მიზნით, ვიყენებთ სხვადასხვა დიამეტრის არმატურას ან ფიბრირებული ბეტონის სხვადასხვა ნაირსახეობას  (პოლიმერული, პოლიპროპილენის, ბაზალტის ფიბრა).

 

ბეტონის დასხმის პროცესში   როტაციული ლაზერის საშუალებით ხდება დონეების მუდმივი კონტროლი, ხოლო სიღრმისეული, მცურავი ვიბრატორების გამოყენებით დასხმული იატაკის ვიბრირება - დამუშავება.

 

შემდეგ ეტაპზე ვახდენთ იატაკის დამუშავებას, პოლონური წარმოების, BAUTECH-ფირმის  მაღალი ხარისხის გამამყარებელი ფხვნილის  გამოყენებით, სპეციალური მოსახვეწი დანადგარების საშუალებით. გამამყარებელი ფხვნილის გამოყენება ზრდის ბეტონის იატაკის ზედაპირის მარკიანობას 3-4 ჯერ. დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით გამოიყენება სხვადასხვა ფერის გამამყარებელი ფხვნილები, კარგი ვიზუალური ეფექტის მისაღებად.

 

შემდეგ ხდება იატაკის ზედაპირის მოპრიალების სამუშაო პროცესი, რომელიც ითვალისწინებს, ბეტონის იატაკის სპეცტექნიკით მრავალ ეტაპობრივ დამუშავებას. დამუშავების ეტაპები განსაზღვრავს იატაკის ზედაპირის ტექსტურას (ხაოიანი, ნაკლებად ხაოიანი, ნახევრად მოპრიალებული,  მოპრიალებული, მოცურების საწინააღმდეგოდ დახაზული)

 

ბოლო ეტაპზე ხდება იატაკის თერმოღარების  დახერხვა და ჰერმეტიკით შევსება

 

სამრეწველო ბეტონის იატაკების ექსპლუატაციის ხანგძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მის სწორ მოვლასთან.

 

სამრეწველო ბეტონის იატაკების გამოყენების ძირითადი ადგილებია:

 

- სამრეწველო კომპლექსები.

- სავაჭრო ცენტრები.

- კვების ობიექტები.

- ავტოსადგომები, ავტოფარეხები

- სასაწყობე მეურნეობები.

- ფერმები.

 

კომპანიის მაღალკვალიფიციური მუშა-მოსამსახურე პერსონალის საშულებით შესაძლებელია დღეში 1000 კვ.მ იატაკის მოწყობა.

 

 

 


  სამრეწველო ბეტონის იატაკები შენობები სამრეწველო ბეტონის იატაკები სტიაშკა იატაკის მოჭიმვა ინდუსტრიული ბეტონის იატაკები სამრეწველო ბეტონი დეკორატიული ბეტონი ეპოქსიდური იატაკი იატაკის მოხეხვა ვერტალიოტებით ძველი ბეტონის იატაკის მოხეხვა კედლების ლესვა ბათქაში სპეცდანადგარებით საფუძვლის მომზადება სტიაშკის პომპები მოჭიმული იატაკები