პოლირებული ბეტონის იატაკები

  




 
 
 
გთავაზობთ სამრეწველო იატაკების ერთერთი მიმართულების, პოლირებული და ეპოქსიდური , იატაკების მოწყობის სამუშაოებს ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით.
 

პოლირებული (იხილეთ სურათები) იატაკების დასხმის წინაპირობას წარმოადგენს მაღალ დონეზე მოწყობილი სამრეწველო ბეტონის იატაკი. სასურველია, რომ ჩვენი კომპანიის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა  ობიექტის დაგეგმარებაში, ბეტონის იატაკის მოწყობასა და ზედაპირის დამუშავებაში. პოლირებული იატაკები სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს.

 

იწარმოება იატაკის ბეტონის დაგებასთან ერთად. ბეტონის დასხმიდან 8-10 საათის განმავლობაში, საბოლოო გაშრობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ზედაპირის გამტკიცება ხდება სპეციალური ფხვნილის მეშვეობით, რომელიც ამაგრებს მას და რამდენჯერმე ზრდის ცვეთამედეგობას. იატაკის ზედაპირი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

 

ეპოქსიდური (იხილეთ სურათები)  იატაკის მოპირკეთება ხდება მშრალ და მტკიცე ბეტონის ზედაპირებზე. იგი შეიცავს ეპოქსიდურ საღებავს.გამოირჩევა განსაკუთრებული მდგრადობით ქიმიური და თერმული ზემოქმედების მიმართ, ამავდროულად გააჩნია სანიტარული და ჰიგიენური თვისებები. ზედაპირი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის, პრიალა, გლუვი, ან ხაოიანი.

 

პოლირებული და ეპოქსიდური  იატაკები არის:

 

- სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედების მიმართ მდგრადი.

- ცვეთამედეგი.

- დარტყმამედეგი.

- დატვირთვამედეგი.

- ეკოლოგიურად სუფთა.

- ჰიგიენური.

- არ მტვერდება.

-  მარტივად მოვლადი.

- აქვს კარგი ესთეთიკური სილამაზე.


 

პოლირებული და ეპოქსიდური  იატაკების გამოყენების ძირითადი ადგილებია:

 

- საგამოფენო დარბაზები.

- ჰოლები.

- სავაჭრო ცენტრები.

- ავტოსალონები

- კვების ობიექტები.

- ფარმაცევტული ობიექტები.

- ლაბორატორიები.

- ოფისები.

ბოლო დროს ამ იატაკებზე დიდი მოთხოვნებია საცხოვრებელი ფართების და კორიდორების მოწყობის დრო


  სამრეწველო ბეტონის იატაკები შენობები სამრეწველო ბეტონის იატაკები სტიაშკა იატაკის მოჭიმვა ინდუსტრიული ბეტონის იატაკები სამრეწველო ბეტონი დეკორატიული ბეტონი ეპოქსიდური იატაკი იატაკის მოხეხვა ვერტალიოტებით ძველი ბეტონის იატაკის მოხეხვა კედლების ლესვა ბათქაში სპეცდანადგარებით საფუძვლის მომზადება სტიაშკის პომპები მოჭიმული იატაკები