კედლების ლესვა (ბათქაში)

 



 

  

 


 

  •  გთავაზობთ შიდა და გარე კედლების ლესვით სამუშაოებს თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით.
  •  
 
 

კომპანია "ბესტი ჯგუფი" გთავაზობთ კედლების ლესვით სამუშაოებს თაბაშირ პერლიტის (LAFARGE)  შეზავებული ხსნარის გამოყენებით. შელესვის  ეს ტექნოლოგია საქართველოში შემოვიდა ევროპის ქვეყნებიდან.

 

პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შედეგადაც იგი წარმატებით და ეფექტურად  გამოიყენება  მშენებლობასა და რემონტში, შიდა კედლების და გარე ფასადების შელესვის დროს.

 

აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები. არ გააჩნია რადიაციული ფონი. გამოიყენება შენობების დასათბუნებლად სხვა და სხვა სათავსოების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და დასათბობად. იგი საუკეთესოა საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების ფასადების გასალესად.

 

სპეციალურ, გერმანული წარმოების, დანადგარში იყრება თაბაშირ პერლიტის შეზავებული მშრალი, მასა, წყალთან არევის შემდეგ დანადგარის მილების მეშვეობით მიეწოდება 60 მ. სიმაღლემდე და ჭავლისებური მისხმით  დაიტანება შესალეს ზედაპირზე. სპეციალურად დამუშავების შემდეგ ვღებულობთ, იდეალურად სწორ ზედაპირს,რომელიც არის მტკიცე,სუნთქავს ,არ იბზარება და არის თბოგაუმტარი.

 

კომპანია აგრეთვე გთავაზობთ,შენობა-ნაგებობების გარე ფასადების ლესვით სამუშაოებს გერმანული წარმოების სპეციალური დანადგარების საშუალებით 60 მ. სიმაღლემდე. ლესვა წარმოებს,როგორც ქვიშა ცემენტის ხსნარით,ასევე მზა ქარხნული გამზადებული მასით.  

 

 

გამოყენების ძირითადი ადგილებია:

 

- ბინები.

- გარე ფასადები.

- სარდაფები.

 
  • კომპანიის მაღალკვალიფიციური მუშა-მოსამსახურე პერსონალის ერთი ბრიგადის საშულებით  შესაძლებელია დღეში 150-200 კვ.მ შიდა ლესვების და 200-300 კვ.მ გარე ლესვების უზრუნველყოფა.

.

 


   სამრეწველო ბეტონის იატაკები შენობები სამრეწველო ბეტონის იატაკები სტიაშკა იატაკის მოჭიმვა ინდუსტრიული ბეტონის იატაკები სამრეწველო ბეტონი დეკორატიული ბეტონი ეპოქსიდური იატაკი იატაკის მოხეხვა ვერტალიოტებით ძველი ბეტონის იატაკის მოხეხვა კედლების ლესვა ბათქაში სპეცდანადგარებით საფუძვლის მომზადება სტიაშკის პომპები მოჭიმული იატაკები