კომპანია  “ბესტი ჯგუფი” დაარსდა 2012 წელს.

კომპანიას შეუძლია საქართველოს მასშტაბით განახორციელოს სხვადასხვა სახის პროექტები და მომსახურებები ბეტონის სამრეწველო იატაკების მიმართულებით.  ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 100 – 120 თანამშრომელი.

უსაფრთხოება, ხარისხი და დრო – ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მისია

კომპანიის მისია არის, დაამყაროს გრძელვადიანი, ორმხრივი მომგებიანი ურთიერთობები სამშენებლო კომპანიებთან და ხელი შეუწყოს მცირე და მსხვილი ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

იზრუნოს თანამშრომლების პროფესიულ წინსვლაზე და შექმნას დამატებით სამუშაო ადგილები. ჩვენი კომპანიის წარმატებული და  ეფექტური მომსახურებების მიზეზი მაღალი  კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალი კადრებია.

ჩვენი კომპანია მუდმივად  ზრუნავს სიახლეები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები შესთავაზოს მომხმარებელს.

კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში, როგორიცაა: თურქეთი – Yapi Fuari, Turkeybuild Istanbul 2019, გერმანია –Buama 2019 Germany, Munich, აშშ, ლას-ვეგასი – World of Concrete 2020 Las Vegas, USA,  ესპანეთი – Cuvecrete Distibution Workshop,  პოლონეთი – Warsaw Workshop

სერთიფიკატები


მიზანი

კომპანიამ საქმიანობის მთავარ მიზნად დაისახა: მომხმარებელს შესთავაზოს სამრეწველო ბეტონის ინდუსტრიაში ხარისხიანი, კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურებები საქართველოს მაშტაბით. მომხმარებელზე ორინტირებული, მარტივი და ხელმისაწვდომი გადახდის პირობების შექმნა, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად კომპანიებზე.

2020 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, როგორიც არის: სამრეწველო ობიექტების მშენებლობა -(პროექტირება, მშენებლობა, სრული მომსახურება.)

მატერიალურ-ტექნიკური რესურსები:

  • 7 500 მ ფართის სამეურნეო ეზო თბილისში
  • 1 200 მ2 ფართის კეთილმოწყობილი სასაწყობე მეურნეობა
  • 72 მ2 დამხმარე ფართი
  • 160 მ2 საოფისე ფართი
  • 100 მ2 საოფისე ფართი, საბურთალო, ცაგარელის ქუჩაზე

სამშენებლო მანქანა–მექანიზმები და ტრანსპორტი:

150ზე მეტი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა. სხვადასხვა სახის მანქანამექანიზმი და ტრანსპორტი, მათ შორის:   მობილური ამწემექანიზმები, ბეტონსაქაჩი ტუმბოები, საბათქაშე დანადგარები, სატვირთო ავტომანქანები, ავტოთვითმცლელები, ექსკავატორი და სხვა სპეც. დანიშნულების  დანადგარები, აპარატები.


ჩვენი მომსახურება

ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობა(საფუძვლის მომზადებით).

– (საამქროები,საწყობები,პარკინგები,ავტოფარეხები,სავაჭრო ცენტრები,კვების ობიექტები,ფერმები).

დეკორატიული (ბეჭდური) ბეტონის იატაკების მოწყობა.
– (ბილიკები,ეზოები,სკვერები,ტერასები,აუზების ირგვლივ,ტროტუარები).

პოლირებული ბეტონის იატაკების მოწყობა.
– (ავტოსალონები,ჰოლები,საგამოფენო დარბაზები).

ეპოქსიდური იატაკების მოწყობა.
-(პარკინგები,საწყობები,საამქროები,სავაჭრო ცენტრები,ოფისები,კვებისა და ფარმაცევტული ობიექტები,ლაბორატორიები).

ძველი იატაკების აღდგენა.
იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა).
– (ბინები,ტერასები,სახურავები,სარდაფები).

ტორკეტირება.
– (ბინები,სარდაფები,ფასადები).

ბრტყელი გადახურვა – იზოლაციით და დამცავი ფენებით 

(ტერასები, სახურავები)