სამრეწველო ეპოქსიდური იატაკი წარმოადგენს:  მოსალოდნელი დატვირთვების გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით, საუკეთესო მასალებით, 2-5 მმ-მდე, მაღალ პროფესიონალურ დონეზე მოწყობილი, პოლიმერული იატაკების ერთ ერთი სახეობას.

ეპოქსიდური იატაკის ზუსტი მიზნობრივი გამოყენება დამოკიდებულია იატაკის საბოლოო გამოყენების დანიშნულებაზე.  ინდუსტრიულ სექტორში რეკომენდებულია 2-4მმ-მდე პოლიურეთანის იატაკის მოწყობა. ეპოქსიდური იატაკი ითვალისწინებს: პოლიმერული მასალების გამოყენების ტექნოლოგიის პროფესიონალურ ცოდნას და საინსტალაციო სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას.

ეპოქსიდური იატაკის მოწყობისას გასათვალისწინებელია მცირე საექსპლუატაციო ხარვეზები: ზედაპირული ნაკაწრების წარმოქმნა და არა 100 % UV გამძლეობა.  კერძო სექტორში, ზედაპირის, მცირედი დატვირთვებიდან გამომდინარე, ძირითადი ყურადღება პოლიმერული იატაკის არა ტექნიკურ მაჩვენებლებს, არამედ ზედაპირის ოპტიკურ მხარეს ექცევა.

ჩვენი პრიორიტეტია  მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებით პოლიმერული იატაკების  მოწყობის ტექნოლოგიების ცოდნა და  ნებისმიერი სირთულის სისტემის, საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.


უპირატესობა

  • პრიალა / გლუვი ზედაპირი
  • ძლიერი ქიმიური მდგრადობა
  • მექანიკური მედეგობა
  • ცვეთამედეგობა
  • უნაკერო, არაამტვერებადი
  • ჰიგიენური
  • მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი
  • იოლად მოსავლელი

გამოყენება

  1. კვების მრეწველობა
  2. ფარმაცევტული საწარმოები
  3. ლაბორატორიები
  4. წარმოება
  5. ანგარი
  6. სასაწყობე მეურნეობა
  7. კლინიკები
  8. სამშობიაროები
  9. საავადმყოფოები
  10. შიდა პარკინგები
  11. ბინები/აგარაკები (ინტერიერი)