დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
არქიტექტურული ამბიციების დაკმაყოფილება ხშირად მოითხოვს როგორც საშენ მასალაზე, ისე ზოგიერთ პროექტზე უარის თქმას მშენებლობის დროულად დასასრულებლად. თუმცა, ტრადიციული ძვირადღირებული ხის მასალებისა და კრამიტის პროდუქტებისგან განსხვავებით, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ წამოიწყოთ ნებისმიერო ზომისა და სირთულს სამშენებლო პროექტი, თუკი სწორ არჩევანს გააკეთებთ გამოსაყენებელი მასალების შერჩევისას. მიკროცემენტი სწორედ ისეთი პროდუქტების სიაში შედის, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ ორიგინალური და ესთეტიური დიზაინების შექმნას შეღავათიან ფასებში, თანაც დიდი სივრცის დაკარგვის გარეშე. ზემოთხსენებული გრანიტისა და მსგავსი ტიპის ზედაპირებისგან განსხვავებით, მიკროცემენტის დასხმა არ საჭიროებს ზედმეტად დიდ ძალისხმევას და მისგან მიღებული ზედაპირი სულ რაღაც 2-3 მმ სისქის შეიძლება დატოვოთ. ასეთი მოხერხებული და ეფექტური შედეგების მიღება თხელი ფენით როგორც წესი შეუძლებელია მაშინ, როდესაც სხვა ტიპის მასალას იყენებთ მშენებლობისა და შიდა სივრცეების მოპირკეთებისათვის.
მიკროცემენტის შეკვეთა მომგებიანია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. თხელი და მოხერხებული აგებულების გარდა, ეს პროდუქტი ზოგადად წარმოადგენს სამკომპონენტიან მასალას, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი სახის დიზაინის მქონე თაბაშირისა და იატაკის დაგებისთვის უპრობლემოდაა შესაძლებელი. ვიზუალური და ფორმითი უნიკალურობა მიკროცემენტს მართლაც ბევრ დადებით თვისებას სძენს, რისი დახმარებითაც თქვენ საკუთარი ოთახებისა თუ ნებისმიერი კომერციული სივრცის მოწყობას მარტივად შეძლებთ სასურველი ორიგინალური ინტერიერის დეტალებით. რაც მთავარია, კრეატიულ თავისუფლებას ისიც აფართოებს, რომ მიკროცემენტის დასხმა შესაძლებელია როგორც უხეში, ისე გლუვი ზედაპირის მისაღებადაც, თანაც ნებისმიერი მათგანის დასაგებად ასევე სულ რაღაც 2-3 მმ სისქის საფარია საჭირო.
ლამაზი და ორიგინალური ვიზუალის მქონე კედლებისა და იატაკის შექმნის გარდა, მიკროცემენტის დასხმის სერვისი კიდევ უამრავი უნიკალური დანიშნულებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად კომპანია ბესტი ჯგუფი საკმაოდ ხარისხიანად და სწრაფად დაგიმზადებთ ისეთი სახის სამშენებლო პროდუქტებსაც, როგორიცაა ავეჯი, კარები, თაროები, სამუშაო მაგიდები და კიბეები. მათი პროფესიონალი წარმომადგენლებისთვის კიდევ უამრავი ორიგინალური დიზაინის მიკროცემენტის პროდუქტის შეკვეთა შეგიძლიათ, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად.
მიკროცემენტის ვიზუალი დაგეხმარებათ ზედმეტი მონდომების გარეშე შესძინოთ თქვენ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართს თანამედროვე, საკმაოდ მომხიბვლავი ინდუსტრიული დიზაინის ელემენტები. მსგავსი ტიპის ვიზუალი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ბაზარზე, გამორჩეული და სპეციფიური ესთეტიკის ქონის გამო. რაც მთავარია, თქვენი საოფისე და საცხოვრებელი ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებისთვის საერთოდ არ გჭირდებათ უკვე არსებული ზედაპირების მთლიანად გამოცვლა. ეს უნიკალური მასალა მისი თხელი მოცულობის დამსახურებით პირდაპირ შეგიძლიათ დაადოთ ზემოდან ნებისმიერი სახის ძველ ზედაპირს. მიკროცემენტის დახმარებით განსაკუთრებით მარტივადაა შესაძლებელი ბეტონის და გლუვი ფილების გამოყენებით გადახურული მონაკვეთების გახალისება.
მიკროცემენტის ყიდვა კიდევ მრავალი დადებითი თვისების გამოა აუცილებელი ბიზნესის განვითარების მსურველებისათვის. ცემენტის თხლად წასმა უკვე განვიხილეთ, თუმცა აუცილებელია ვახსენოთ ისეთი პლიუსებიც, როგორიცაა ზედაპირის სიგლუვე. გარდა იმისა, რომ ამ მასალის გადასმა ნებისმიერ ძველ ზედაპირზეა შესაძლებელი, იგი ასევე ნებისმიერი სახით და სისქით გამოყენების დროსაც არასდროს არ ტოვებს ცარიელ წერტილებს და სრულიად სწორი ზედაპირის მიღების საშუალებას გთავაზობთ. ამ პროდუქტის გამოყენება მისი მრავალფეროვანი დიზაინისა და ფერების პალიტრის გამო ნებისმიერი დანიშნულების მქონე სივრცეშია შესაძლებელი. ამას ასევე აადვილებს მისი პრაქტიკულობა და სიმსუბუქე. მიკროცემენტის იატაკის განთავსება შეგიძლიათ იატაკის ქვეშ განთავსებული გამათბობელი ფილების ზედა ფენადაც. ნებისმიერი სახით წასმული მიკროცემენტის მოვლა ძალიან ადვილია და არ უკავშირდება დიდ ხარჯებს. მასზე გავლისას ასევე უფრო ნაკლებ სიცივეს იგრძნობთ, ჩვეულებრივ ცემენტის იატაკთან შედარებით. ასევე ბევრად უფრო დაცული იქნებით ასრიალებისგანაც. ასეთი პრაქტიკული კონსტრუქციის მქონე მასალა შესაძლებელია განათავსოთ როგორც შიგნით, ისე გარეთაც.
კერძო რეზიდენციების განახლებისას მიკროცემენტის დადება ხშირად წარმოადგენს პირველად არჩევანს სამზარეულოს, სასადილო ოთახის, სააბაზანოს და აივანის ზედაპირზე, ასევე აუზის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზეც. მისი დახმარებით ასევე საკმაოდ მარტივად შეძლებთ ბაღის ბილიკების და ბუხრის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზებასაც. კომერციული სფეროს წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად მიმართავენ მიკროცემენტის დასხმის პროცედურებს პოპულარული სივრცეების განახლებისას.