სიახლეები

მთავარი » სიახლეები » სიახლეები » რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ  იატაკის მოწყობითი სამუშაოები „ბესტი ჯგუფმა“ აწარმოა. ადგილზე პოლირების მეთოდით ბეტონის იატაკი დამუშავდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის, ექსპორტის, იმპორტის, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
დაინტერესებული პირები ახალ შენობაში ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტს, ექსპორტს, იმპორტს, შესაბამის საბაჟო პროცედურებს, ასევე პირველად რეგისტრაციას. შენობაში მზადდება და გაიცემა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

წინა სიახლე

სოფელ წილკანში საფუძვლის მომზადების სამუშაოები დამთავრდა

შემდეგი სიახლე

A new building of the Service Agency has been opened in Rustavi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ჩაწერეთ სასურველი საძიებო სიტყვა