სიახლეები

მთავარი » სიახლეები » სიახლეები » დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე იწყება საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები ე.წ. ქვის ხალიჩით.

სამუშაოებს შეასრულებს მაპეი-საქართველოს პარტნიორი, დიდი გამოცდილების მქონე – შპს „ბესტი ჯგუფი“.

აღნიშნული სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: imedinews.ge

 

წინა სიახლე

ახალი სპეც ტექნიკა ბეტონის იატაკის მოსახეხად

შემდეგი სიახლე

სოფელ წილკანში საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს

Start typing to see you are looking for.