ჩვენ შესახებ
კომპანია „ბესტი ჯგუფი” 2012 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მიმართულებით წამყვან კომპანიას წარმოადგენს. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისს – წარმოებიდან საბოლოო შესრულებამდე.
Besti Group ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და აერთიანებს 120-ზე მეტ პროფესიონალს, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხსა და დროულ შესრულებას.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მოწყობის სრულ ციკლს, მათ შორის: საფუძვლის მომზადებას, ბეტონის დასხმას, ჰიდროიზოლაციას, ძველი იატაკების რეაბილიტაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. პორტფოლიო აერთიანებს როგორც სამრეწველო, ისე დიზაინერულ გადაწყვეტებს — მიკროცემენტს, პოლიმერულ, ტერაცოს, ბეჭდურ და სხვა ტიპის იატაკებს.
2023 წლიდან კომპანია ფლობს საკუთარ, ევროპული სტანდარტების ბეტონის ქარხანას, რომელიც სპეციალიზებულია ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების წარმოებაში. საწარმოო პროცესის სრულყოფილი მართვა და ხარისხის კონტროლი უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხსა და პროექტების უწყვეტ მიმდინარეობას.
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ასევე, მომხმარებლისთვის მაღალი ღირებულების შექმნა და სამშენებლო და ბიზნეს სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
კომპანია მუდმივად ზრუნავს ინოვაციებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, რაც გვაძლევს საშუალებას, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე და ეფექტური გადაწყვეტილებები.
მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
კომპანიის ინფრასტრუქტურა მოიცავს:
- 12 368 მ² ბეტონის ქარხანას გლდანის შემოვლით გზაზე
- 7 500 მ² სამეურნეო ეზოს თბილისში
- 1 200 მ² კეთილმოწყობილ სასაწყობე მეურნეობას
- 72 მ² დამხმარე ფართს
- 160 მ² საოფისე სივრცეს
- 100 მ² დამატებით საოფისე ფართს საბურთალოზე, ცაგარელის ქუჩაზე
აღნიშნული რესურსები კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მართოს სხვადასხვა მასშტაბის პროექტები და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
სამშენებლო ტექნიკა და ტრანსპორტი
Besti Group-ის ტექნიკური პარკი მოიცავს 150-ზე მეტ ერთეულ მძიმე და მსუბუქ ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა სირთულის პროექტების ეფექტურ და დროულ შესრულებას.
კომპანია ფლობს მრავალფეროვან მანქანა-მექანიზმებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის:
- მობილურ ამწე-მექანიზმებს
- ბეტონსაქაჩ ტუმბოებს
- სატვირთო ავტომანქანებს
- ავტოთვითმცლელებს
- ექსკავატორებს
- სპეციალური დანიშნულების დანადგარ-აპარატებს
ჩვენი ლოკაციები
ბეტონის ქარხანა
გლდანის შემოვლითი გზა
12 368 მ²
სამეურნეო ეზო / საწყობი
თბილისი
7 500 მ² ეზო + 1 200 მ² საწყობი
საოფისე სივრცე
საბურთალო, ცაგარელის ქუჩა
100 მ²