დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ნებისმიერი ზომისა და დანიშნულების მქონე სივრცის განახლება ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი ისეთი მრავალპროფილური მასალის გამოყენებით, როგორსაც ბეტონი წარმოადგენს. მაგალითად ბეტონის იატაკის მოჭიმვა ცნობილია მისი პრაქტიკულობითა და შედარებით მისაღები ფასებით. შესაბამისად, სტიაშკის დასხმა სწორედ ისეთი სერვისების სიაში შედის, რომლითაც საკმაოდ მარტივად და ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებთ თქვენი სამშენებლო პროექტის ხარისხის გაზრდასა და დასასრულებლად საჭირო ვადების მნიშვნელოვნად შემცირებასაც. სწორედ ამიტომ, ზემოთხსენებული სერვისით სარგებლობა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ კი გეგმავთ ხალხმრავალი, კომერციული ფართებისა და ხშირად გამოყენებადი ტერიტორიების განახლებას ბეტონის ზედაპირის გამოყენებით. მაგალითად, ავტოსადგომებისა და საწყობის სივრცეს ბეტონის იატაკის მოჭიმვა მართლაც ყველაზე უკეთ დაიცავს სიმძიმის, სითხეებისა და ტემპერატურის მიერ მიყენებული პოტენციური დაზიანებებისგან. ამდენი დადებითი თვისების ქონის მიუხედავად, ბეტონის ზედაპირის მოვლა მაინც არ საჭიროებს განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენებით მოვლასა და მის განახლებაზე დიდი თანხის დახარჯვას.
ბიზნესის განვითარებასა და კერძო სახლში იდეალური იდილიის შექმნაზე დიდ გავლენას ახდენს იატაკის ესთეტიური მხარე. ბეტონის იატაკის დაგება ამ მხრივაც საკმაოდ სასარგებლო ასპექტად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან მისი ზედაპირის მოპირკეთება უამრავი განსხვავებული სტილითაა შესაძლებელი. მსგავსი მრავალფეროვნება განსაკუთრებით გამოსადეგია, როდესაც გეგმავთ მოდერნისტული ან ინდუსტრიული სტილის ინტერიერის მოწყობას. სტიაშკის მოჭიმვის მომჭიმავი კომპანია აუცილებლად შემოგთავაზებთ ზედაპირის გაფორმების რამდენიმე ორიგინალურ ვარიანტს, რადგან სველი ბეტონის იატაკის ესთეტიური აქცენტების შეცვლა საკმაოდ სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი დასხმის პროცესში. მაგალითად შესაძლებელია ბეტონის პრიალა იატაკის დასხმა, მისი ზედაპირის შეღებვა და სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების გამოყვანაც კი. მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მომგებიანია ისეთი მაღალხარისხიანი სერვისების გამოყენება, რომელსაც „ბესტი ჯგუფი“ გთავაზობთ. მათი პროფესიონალი თანამშრომლები უზრუნველყოფენ იატაკის მოჭიმვის სამუშაოებს თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით. თანაც აღნიშნული სერვისი ასევე მოიცავს როგორც იატაკის მოჭიმვას, ისე მაღალხარისხიანი სახურავისა და ტერასების ზედაპირების დაგებასაც. ასეთი გარანტირებულად სასარგებლო მომსახურებით სარგებლობა და ბეტონის მდგრადობა ნებისმიერი სირთულისა თუ დიზაინის მქონე პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებათ.