დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სარემონტო სამუშაოების წამოწყებამდე აუცილებელია ზუსტად შეარჩიოთ ისეთი სამშენებლო პროდუქტები, რომელიც ზუსტად შეეფერება თქვენს მიერ გასარემონტებელ სივრცეს. ამაში იგულისხმება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა რეგულარული ტემპერატურა, განახლებულ სივრცეში ხალხის მოძრაობის სიხშირე, სამომავლო სარემონტო სამუშაოების პერსპექტივა და ა.შ თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასეთ დროს უნდა გაითვალისწინოთ ბევრს საერთოდ შეუმჩნეველიც კი რჩება. საუბარია თქვენი კერძო თუ სამრეწველო სივრცის ფართობზე. ხშირ შემთხვევაში ეს გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს როგორც თანხების დაზოგვის საკითხში, ისე სამუშაოების დროულად დამთავრების თემაშიც. მაგალითად შედარებით მცირე ტერიტორიაზე ბეტონის დაგებისას მავთულბადის დამზადება თქვენ უფრო მეტად გამოგადგებათ, ვიდრე გიგანტური მეტალის ბოძების შეკვეთა. ასეთ დროს იაფი მზა მეტალის ბადის შეკვეთა უფრო შეამოკლებს როგორც ბეტონის გამაგრების სამუშაოებს, ისე თქვენს დანახარჯებსაც.
მსგავსი ტიპის მაგალითის ნათლად დანახვა შესაძლებელია ავტოფარეხის მიდამოების განახლების პროცესში. ბეტონში სეტკის ჩადგმა და ზოგადად შენადუღი ბადის ყიდვა ასეთ დროს თქვენ ბევრად უფრო პრაქტიკულ შედეგს მოგცემთ. აღნიშნული პროდუქტის ცემენტის მასაში ჩადგმა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი მცირე მონაკვეთების განახლების პროცესშიც კი. მსგავსი მოხერხებული დიზაინით მოზრდილი ზომის მეტალის ბოძები ნამდვილად არ გამოირჩევა. რაც მთავარია, ბეტონის არმირება ბადით საშუალებას მოგცემთ ასევე თანხები დაზოგოთ სპეციალისტების დაქირავების ეტაპზეც. მავთულბადის იაფად დამზადება როგორც წესი ხორციელდება თვითონ ქარხნის ტერიტორიაზე და იგი უკვე მზა, ცემენტში ჩასადებ ფორმაში მოგეწოდებათ თქვენს მიერ შერჩეულ მისამართზე. ამის გათვალისწინებით უკვე ორიგინალური ფორმის მქონე სეტკით ბეტონის არმირება ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ მარტივ და რაც მთავარია ბევრად უფრო უსაფრთხო პროცედურას წარმოადგენს. მზა მეტალის ბადის ყიდვა ასევე საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ სამშენებლო მოედანზე საწყობისთვის გამოყოფილი სივრცეც, რადგან აღნიშნული პროდუქტი ადგილზე მიტანისთანავე შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ჩაიდგას ბეტონის მასაში. რაც მთავარია, ზემოთხსენებული პლიუსები სრულიად თავისუფლად ვრცელდება ნებისმიერი ზომისა თუ სისქის სამშენებლო მავთულბადის დამზადების შემთხვევაშიც. ასეთი პრაქტიკული მასალის გამოყენება მართლაც ნებისმიერი სახის სარემონტო პროცესს გაგიმარტივებთ.