დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
გასულ წლებში მეტალის ბადის გამოყენების სხვადასხვა მეთოდები გახდა პოპულარული. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სიტუაციებს, როდესაც შენადუღის ბადის დამზადება ხდება ბეტონის მასიური ზოლების გასამაგრებლად. თუკი თქვენც გსურთ ბეტონის არმირების სერვისი გამოიყენოთ საკუთარი სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების გასაუმჯობესებლად, მაშინ გადაწყვეტილების მიღებაში აღნიშნული ინფორმაცია ხელს შეგიწყობთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მზა მეტალის ბადის მოწოდება რამდენად გაამარტივებს ნებისმიერი სახის პროექტის როგორც მართვას, ისე დროულად დამთავრებასაც. მეტალის ბადის დამზადება ხდება საწარმოო ტერიტორიაზე და თქვენს სამშენებლო მოედანზე იგი მოაქვთ გამზადებულ მდგომარეობაში. ასევე მავთულბადის გამოყენების უპირატესობები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებსაც, როგორიცაა მუშახელის გადამზადების თავიდან აცილება და მისი ცემენტში ჩადგმის მოსახერხებელი სისწრაფე. აღნიშნული პროდუქტი მოგეწოდებათ პირდაპირ ბეტონის ფენაში ჩასადგამ ფორმაში, რისი წყალობითაც მისი დამონტაჟება ნებისმიერი ტიპის დაქირავებული პერსონალისთვის უპრობლემო დავალება იქნება.
ბეტონის იატაკების დამზადება უკვე დიდი ხანია რაც ზემოთხსენებული სერვისების პროცესში ჩართვით ხდება. თუკი აპირებთ განაახლოთ ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორია ან თქვენი სახლის ეზო, მაშინ მსუბუქი და შედარებით პატარა მოცულობის მქონე სეტკის ბეტონში ჩასმა მართლაც გამართლებულ გადაწყვეტილებად გექცევათ. ამას რამდენიმე სერიოზული უპირატესობა აქვს, პირველ რიგში კი ეს თავიდან აგაცილებთ მეტალის გიგანტური ბოძების გამოყენების აუცილებლობას. მსგავსი ბოძები როგორც წესი ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ასევე მათი მონტაჟიც გარკვეულ სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამიტომ კერძო და შედარებით მცირე მოცულობის ტერიტორიების მოპირკეთებისთვის მავთულბადის და ცემენტის ერთად გამოყენება იდეალურ არჩევანს წარმოადგენს.
მავთულბადის შეკვეთა საკმაოდ მარტივად შეიძლება გამოიყენოთ თანხების დაზოგვის მიზნითაც. თვითონ მზა მეტალის ბადის დამზადების სერვისი უკვე გამოირჩევა შეღავათიანი ფასებით, მაგრამ აღნიშნული პროდუქტის შეძენა ასევე სამომავლოდაც აგაცილებთ არასაჭირო ხარჯებს. მეტალის სეტკა ძალიან გამძლეა, შეკეთება არ სჭირდება და თანაც თქვენს ბეტონის ფენას დაიცავს ისეთი უსიამოვნო ვიზუალური ხარვეზების წარმოქმნისგან, როგორიცაა ზედაპირზე გაჩენილი ბზარები. როგორც მოგეხსენებათ მსგავსი ზოლების ამოვსება ცემენტის ზედაპირის ესთეტიკას საკმაოდ აფუჭებს, ხოლო მავთულბადის გამოყენება ასეთი პრობლემების გაქრობაზე ზრუნვისგანაც დაგიცავთ.