დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
მშენებლობის პროცესის გამარტივება და ასწრაფება ყველას სურს, თუმცა უმრავლესობამ არც კი იცის ყველაზე სასარგებლო მეთოდის შესახებ. მავთულბადის დამზადება მართლაც ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ სერვისს წარმოადგენს სამშენებლო ინდუსტრიაში, რადგან ამ პროდუქტის უპირატესობები ერთი შეხედვით ძნელად აღსაქმელია. თუმცა, მარტივად შეიძლება იმ რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა, რის გამოც მზა მეტალის ბადის შეკვეთა ნამდვილად ღირს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ეფექტი, რომელიც ამ მასალას გააჩნია მშენებლობის პროცესის დაჩქარებაში. შენადუღი ბადეს შეკვეთა წინასწარ ხდება, რის გამოც იგი უკვე აწყობილ და მზა მდგომარეობაში მოდის თქვენი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე. ამის წყალობით მისი გამოყენება მიღებისთანავეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწყობისთვის გასათვალისწინებელი სივრცის სიდიდეს. ამასთანავე, წინასწარ ფორმირებისა და აწყობის შედეგად თქვენ ბევრად უფრო ნაკლები დრო და ადამიანი გჭირდებათ სეტკის ბეტონში ჩადგმის პროცესის იდეალურად შესასრულებლად.
შენადუღი ბადის ყიდვა სასარგებლოა ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც შედარებით არაორდინალური პარამეტრების ფარგლებში ანხორციელებთ რაიმე სივრცის რემონტს ან განახლებას. ასეთ დროს ბეტონის არმირების სერვისი იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს. წინასწარ გამზადებულ ამ მდგრად მასალას მარტივად შეგიძლიათ მისცეთ სასურველი ფორმა და სიგრძე. ამის წყალობით წინასწარ შერჩეულ ან დაუგეგმავად დასხმულ ბეტონის მასებსაც უპრობლემოდ გაამაგრებთ, მრავალწლიანი გარანტიით. ასეთ სიტუაციებში ასევე თავს იჩენს კიდევ ერთი პლიუსი, რომლითაც მავთულბადის შეკვეთა აუცილებლად გაგაოცებთ. ამ პროდუქტის ჩადგმა და დამაგრება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, რაც დროის ფაქტორზე ნერვიულობას უპრობლემოდ აგარიდებთ თავიდან და მშენებლობის პროცესს მნიშვნელოვნად ააჩქარებს. ბეტონის არმირების სერვისი საკმაოდ ხელმისაწვდომია, თუმცა ასეთი დადებითი თვისებების წყალობით იგი ასევე სამუშაო პერსონალის ზედმეტად დიდი დროით დაქირავების ხარჯებსაც ამცირებს.
ბეტონში სეტკის ჩადგმა სრულიად უსაფრთხო პროცესს წარმოადგენს. ამას რამდენიმე სერიოზული ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, მეტალის ბადე სამშენებლო მოედნის მაგივრად ქარხანაში მზადდება წინასწარ, ყველა საგარანტიო წესის დაცვით. ამასთანავე, აღნიშნული მასალა იდეალურად ეხამება ბეტონს და მას სანდოდ იცავს დაბზარვისგან.