დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
							სარემონტო პროცესის მალე დასასრულებლად საჭიროა ისეთი სამშენებლო მასალების მოძიება, რომელთა გამოყენებაც არ საჭიროებს განსაკუთრებული გარემოს შექმნას. მაგალითად სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროდუქტების დასამონტაჟებლად საჭიროა სპეციალური ტემპერატურის შექმნა ან რაიმე სახის სპეციფიური მოწყობილობებისა თუ სპეციალისტების დაქირავების უზრუნველყოფა. რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში ასეთი პროდუქტები საერთოდ ვერ გთავაზობენ ისეთ ხარისხიან მდგრადობას და გარანტირებულ ეფექტურობას, როგორსაც ბეტონის დასხმა უზრუნველყოფს. აღნიშნული სამშენებლო მასალის შეძენა თანამედროვე ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. მსგავსი ტენდენცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ბეტონის ყიდვა სწორედ ისეთ გაუთვალისწინებელი და ზედმეტი ხარჯების გამომწვევ ასპექტებს აგარიდებთ თავიდან, როგორიცაა სამშენებლო მოედანზე სპეციალური ტემპერატურის დონის გაკონტროლება და დამატებითი მოწყობილობების შეძენა.
დიდი ოდენობით ბეტონის დამზადება და მისი დასხმა ასევე სრულებითაც არ საჭიროებას განსაკუთრებული გამოცდილების მქონე პროფესიონალების დაქირავებას. განსაკუთრებით ადვილია ქართული წარმოების ბეტონის ყიდვა და მისი სამშენებლო პროცესში გამოყენება. ამ პროცესს განსაკუთრებით ამარტივებს „ბესტი გრუფის“ მიერ ახლადაშენებული ბეტონის ქარხანაც. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის ბეტონი და ამასთანავე მიიღოთ იგი თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე, შეკვეთის სიდიდისა და სპეციფიური ასპექტების მიუხედავად. ბეტონის ყიდვა სწორედ ასეთი დადებითი თვისებებით გამოირჩევა. სხვა სამშენებლო მასალებისგან განსხვავებით, მისი შეძენა ლოკალურ ბაზარზეა შესაძლებელი და ამით მარტივად დაზოგავთ როგორც ტრანსპორტირების, ისე განბაჟების ხარჯებსაც. ასევე, არ მოგიწევთ სამშენებლო პროექტის ვადების გადაწევა, საჭირო მასალების დაგვიანებით ჩამოსვლის ან რაიმე მსგავსი პრობლემის გამო, რომელიც ხშირად ახასიათებს აღნიშნული ტიპის შეკვეთებს.
შესაბამისად, ბეტონი მდგრადი და ნაკლებად ძვირადღირებული პროდუქტია, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ახერხებს გამაგრებას და მარტივად ისხმება ნებისმიერი მასშტაბის მქონე სამშენებლო მოედანზე. ასეთი მოქნილი პროფილის შედეგად დიდი ოდენობით ბეტონის დასხმა საერთოდ არ შეგიშლით ხელს კრეატიული და მაღალი კომპლექსურობის მქონე პროექტების აშენებასა და განხორციელებაში. ამასთანავე, ზემოთხსენებული მასალის გამოყენება ნებისმიერი ამინდის პირობებშია შესაძლებელი, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი სამშენებლო პროექტების დასრულებისთვის საჭირო დროსაც.						
				 
			 
							