ხელშეკრულების ხელმოწერიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, „ბესტი ჯგუფმა“, სოფელ წილკანში, ლოკოკინების საწარმოსთვის 2,000 კვ.მ. ფართობზე საფუძვლის მომზადების სხვადასხვა სამუშაო ჩაატარა.
მიუხედავად ურთულესი კლიმატური პირობებისა, დროის მოკლე მონაკვეთში, საკუთარი ტექნიკითა და მუშახელით მიწის მოჭრის სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო საძირკველი და ტერიტორია ბეტონირებისთვის.