ბეტონის ქარხანა





კომპანია „ბესტი ჯგუფი” 2023 წლიდან ფლობს საკუთარ, ევროპული სტანდარტების ბეტონის ქარხანას თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც მოიცავს 12 368 მ² ტერიტორიას. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უზრუნველყოფს პროდუქტის სტაბილურ ხარისხს და პროექტების უწყვეტ მიმდინარეობას.
- დაარსების წელი: 2023
- ტერიტორია: 12 368 მ²
- მდებარეობა: გლდანის შემოვლითი გზა, თბილისი
- ტექნოლოგიები: ევროპული სტანდარტები
- ხარისხის კონტროლი
ბეტონის ქარხნის პროდუქცია
ჩამონათვალი და ფასები
ბეტონი
Besti group აწარმოებს და უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის ბეტონის მიწოდებას.
ბეტონის მიწოდება ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებული თანამედროვე ბეტონპომპებითა და სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს მიწოდების სიზუსტეს, ეფექტიანობას და შესაძლებლობას ვიმუშაოთ ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტზე.
ბეტონის კლასები
- B7.5
- B10
- B12.5
- B15
- B20
- B22.5
- B25
- B30
- B35
- B40
დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები
პროექტის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია ბეტონის თვისებების ინდივიდუალური მოდიფიკაცია:
- ყინვაგამძლეობა (F) — უზრუნველყოფს სტრუქტურულ მდგრადობას ექსტრემალურ დაბალ ტემპერატურაზე
- წყალგამძლეობა (W) — იცავს კონსტრუქციას ტენიანობისა და წყლის ხანგრძლივი ზემოქმედებისგან
ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები
გამოიყენება ეზოების, ბილიკებისა და ღია სივრცეების მოსაპირკეთებლად. გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ამინდის პირობების მიმართ მდგრადობითა და ესთეტიკური იერსახით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სტაბილურ ექსპლუატაციას.