დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
ეპოქსიდური იატაკის დამზადების სერვისი სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იძენს თანამედროვე ბიზნესმენებს შორის. უამრავი კომპანია საკუთარი საოფისე და სამრეწველო ფართების მოსაპირკეთებლად უკვე თამამად აკეთებს არჩევანს აღნიშნულ მასალაზე. ასეთ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ეპოქსიდური ზედაპირით იატაკის დაფარვა იცავს მას ექსტრემალური ტემპერატურის, ხალხმრავლობის, მძიმე ხელსაწყოების, ქიმიური სითხეების და ცხიმებისგან დაზიანებისგან. ასეთი ძლიერი და სანდო მასით დაფარული ზედაპირი სრულიად დაცული ხდება კოროზიისგან, ობის გაჩენისგან და სითხის ჩაყენებით გამოწვეული დაბზარვებისგანაც. სწორედ ამიტომაა ეპოქსიდური იატაკის დაგება ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება ქარხნებისთვის და ხალხმრავალი სუპერმარკეტებისათვის. ეს პროდუქტი ასევე დიდი ეფექტურობით გამოიყენება ხორცის, სასმელებისა და ფარმაცევტული მასალების მწარმოებელი ფირმების ტერიტორიებზეც.
თუკი გსურთ, რომ თქვენი კომპანიის სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს მრავალჯერადი გაწმენდითი სამუშაოების რუტინით, მაშინ იატაკზე ეპოქსიდური ზედაპირის გადასმა მართლაც სათქვენო გადაწყვეტილება იქნება. ეს სასარგებლო სერვისი სამუდამოდ დაგავიწყებთ იატაკის ზედაპირზე არსებულ ნაპრალებს, ჩაღრმავებებსა და უხერხულად გასაწმენდ მონაკვეთებს. თქვენ სივრცეში არსებული ზედაპირები იქნება მთლიანად გლუვი და სრულიად თავისუფალი მტვრისგან და საშიში ბაქტერიების ბუდეებისგან. იატაკის ეპოქსიდით დაფარვა სანიტაციისა და გარემოს სიჯანსაღის სტატუსს მართლაც ბევრად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. სუფთა გარემოს უზრუნველყოფის გარდა, სამედიცინო და ფარმაცევტული სივრცეების მოსაპირკეთებლად ეპოქსიდური სერვისის გამოძახება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გამოა მიზანშეწონილი. მსგავსი სტილით დამზადებული იატაკის ზედაპირზე ძალიან ადვილი ხდება ნებისმიერი სახის ბორბლებიანი ხელსაწყოსა თუ ეტლის გადაგორება ყოველგვარი უსიამოვნო რხევის გარეშე.
სითხეებისა და ზეწოლის მიმართ საუკეთესო გამძლეობის გარდა, ეპოქსიდური ზედაპირის დაგება ასევე გამოირჩევა თქვენი სივრცის ვიზუალის გააუმჯობესების უნარითაც. პრიალა, ამრელკავი და სრულიად გლუვი ზედაპირი ნებისმიერი სახის შენობის ინტერიერს შეიძლება მოარგოთ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი და მომხიბვლელი დანამატი იქნება სასტუმროს მისაღები ოთახებისთვის ან ათლეტიკური კომპლექსების დარბაზებისთვის. ასეთი სასარგებლო პლიუსების გამო ეპოქსიდური იატაკის დამგები კომპანია ადვილად იქცევა თქვენი წარმატების საწინდარად მიუხედავად იმისა, თუ რა სახისა და სიდიდის სივრცის განახლება გსურთ.
ბეტონის დასხმა და საჭირო რჩევები
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...
ბეტონის იატაკის მოჭიმვა
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონის იატაკის მოჭიმვა რამდენიმე მნიშვნე...
ბეტონის ხარისხი მშენებლობაში
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის აშენებისა თუ გარემონტებ...
სადრენაჟე ცხაურის სწორად გამოყენება
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კერძო თუ კომერციულ ტერიტორიაზე იატაკის და...
ბეტონის დასხმა – რა უნდა ვიცოდეთ?
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის რემონტის ან მშენებლობის პროექტში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათ...
ბეტონის სწორად შერჩევა მშენებლობისთვის
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...