დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა ისეთი სამშენებლო მასალების გამოყენება, რომლებიც სამომავლოდ არ გამოიწვევენ დამატებითი ხარჯების გაღების საჭიროებას. მაგალითად ბეტონის ყიდვა სწორედ ისეთ ჭკვიანურ ინვესტიციად შეგიძლიათ აქციოთ, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი გააგრძელებს თქვენი ფინანსების დაზოგვაზე ზრუნვას. ბეტონის დასხმა საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი სერვისების სიაშიც შედის. თანაც, აღნიშნული მასალით დამზადებული კონსტრუქციებისა თუ იატაკის ზედაპირის მოვლა საერთოდ არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და სპეციალური პროდუქტების გამოყენებას. ამის დახმარებით თქვენ თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე კერძო თუ კომერციულ ტერიტორიაზე არ დაგჭირდებათ საზიანო ქიმიკატების შემცველი საწმენდი საშუალებების გამოყენება. რაც მთავარია, ასეთი მოხერხებული მოვლის ფაქტორების მიუხედავად ბეტონი მაინც ყოველთვის იდეალურად ინარჩუნებს მის მაღალ მდგრადობის დონეს და შესანიშნავად უძლებს ძალიან დიდ ტემპერატურას და წნევას.
ადგილობრივად წარმოებული ბეტონის შეძენა და სამშენებლო მოედანზე მიტანის სერვისით სარგებლობა თქვენ გარემოზე ზრუნვაშიც დაგეხმარებათ. ზემოთხსენებული მასალა წარმოადგენს ისეთი სამშენებლო პროდუქტების მაგალითს, რომელთა დამზადებაც ეკოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანი და სასარგებლოა ბუნებისთვის. ბეტონის გაზავებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას შუშის, საბურავებისა და სხვა გადასამუშავებელი მასალის ნარჩენები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვისა და ნაგავსაყრელების ზომის შემცირების საკითხში. მსგავსი ასპექტები განსაკუთრებით შესამჩნევ შედეგს მოგცემთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავთ სანაპირო ზოლთან ახლოს არსებულ ტერიტორიაზე ან ტენიან ჰავაში მდებარე ლოკაციაზე. ბეტონი იდეალურად უძლებს ჰაერში არსებულ ტენიანობას და ამ დადებითი თვისების დახმარებითაც ამცირებს მისი მოვლის საჭიროებას. შესაბამისად, ზემოთხსენებული პროდუქტის გამოყენებით საკმაოდ მარტივად შეძლებთ სანაპირო ზოლების ზედმეტად დაზიანების თავიდან აცილებას.
ბეტონის დასხმა სასარგებლოა ისეთ შემთხვევაშიც, თუკი თქვენთვის სამშენებლო პროექტისთვის შერჩეული ლოკაცია მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გამოც, როგორიცაა მაგალითად ხმაური და ესთეტიური მხარე. ბეტონის იატაკის დაგება ამცირებს ხმაურის დონეს, ნებისმიერი დონის წონით დატვირთვის შემთხვევაში. აღნიშნული მასალით დამზადებული ზედაპირი ასევე არ ირეკლავს ზედმეტ სინათლეს და მისი ვიზუალის მორგება საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი ნებისმიერი სახის კომერციული ინტერიერისთვის.