დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 40
ინტერიერის დიზაინერებს შორის სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება ის აზრი, რომ თანამედროვე სივრცეში ინდუსტრიული სიმეტრიების დანერგვა მართლაც საკმაოდ ესთეტიურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. აღნიშნული ტრენდის მიერ წინა ფონზე წამოწეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასპექტი ინდუსტრიული იატაკის დაგება გახდა. აღნიშნული ვიზუალური ელემენტი კომერციული და ქარხნული სივრცეებიდან უკვე აქტიურად ინაცვლებს კერძო სივრცეების ინდუსტრიაშიც. ცნობილი დეკორატორების აზრით თანამედროვე სახლის სტილს მინიმალიზმი ყველაზე მეტად უხდება, რადგან მსგავსი გადაწყვეტა გადატვირთულ დიზაინზე ბევრად უფრო მეტს ამბობს. ბეტონის მოპრიალებული იატაკის დასხმა შეიძლება პირდაპირ თქვენს საძინებელში არ მოგინდეთ, თუმცა მისაღები ოთახებისა და სამზარეულოს ხასიათის გაუმჯობესებისთვის ეს შეიძლება მართლაც იდეალურ პერსპექტივად ჩაითვალოს. ინდუსტრიული იატაკის ასეთი მოთხოვნადი სტატუსი პირველ რიგში მისი მრავალფეროვანი და ცვალებადი ზედა ფენის დამსახურებაა. როგორც წესი ბეტონის იატაკის დასხმის პროფესიონალი ნებისმიერი ზომის იატაკის მოპირკეთებისას შემოგთავაზებთ იატაკის ფერებისა თუ სტილის საკმაოდ დიდ პალიტრას. ამის წყალობით მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ აღნიშნული სახის ზედაპირი სხვადასხვა კატეგორიის ინტერიერის ტრენდებს.
ვიზუალური მხარის გარდა ინდუსტრიული იატაკის დასხმა თქვენს სამშენებლო პროექტს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით წაახალისებს. რემონტის მასშტაბების მიუხედავად, მსგავსი ტიპის სერვისი სხვა მასალებთან შედარებით ყოველთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტს წარმოადგენს. მოპრიალებული ბეტონით იატაკის დაფარვა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ფინანსები, რისი წყალობითაც სახლის სხვა ელემენტების განახლების პროცესში ბევრად უფრო დიდ თავისუფლებას მიანიჭებთ თქვენს თავს. ესთეტიური ვიზუალის და ხელმისაწვდომი ფასის გარდა, ინდუსტრიული იატაკის დამგები კომპანია ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე მოგცემთ საკმაოდ ხანგრძლივ გარანტიას. საუბარია ბეტონის მოპრიალებული ზედაპირის მდგრადობაზე. აღნიშნული მასალა უძლებს ძალიან დიდ დატვირთვას, ქიმიური და ცხიმიანი სითხეების დასხმას და ცეცხლსაც კი. ლაქების გაჩენისგან და კოროზიისგან იდეალურად დაცული იატაკი ასევე სამუდამოდ დაგავიწყებთ იატაკზე ალერგენებისა და მტვრის ნაწილაკების დაგროვების მსგავს პრობლემებსაც. გლუვი ზედაპირის გამო ინდუსტრიული იატაკი ასევე იდეალურად ირეკლავს სინათლესაც, რისი დახმარებითაც მცირე სივრცეებს მარტივად აქცევთ უფრო სოლიდურ გარემოდ.
ბეტონის დასხმა და საჭირო რჩევები
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...
ბეტონის იატაკის მოჭიმვა
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონის იატაკის მოჭიმვა რამდენიმე მნიშვნე...
ბეტონის ხარისხი მშენებლობაში
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის აშენებისა თუ გარემონტებ...
სადრენაჟე ცხაურის სწორად გამოყენება
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კერძო თუ კომერციულ ტერიტორიაზე იატაკის და...
ბეტონის დასხმა – რა უნდა ვიცოდეთ?
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის რემონტის ან მშენებლობის პროექტში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათ...
ბეტონის სწორად შერჩევა მშენებლობისთვის
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...