დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
კერძო შენობის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ზედაპირის გამოცვლა ყოველთვის კომპლექსურ საკითხად იქცევა რამდენიმე ასპექტის გამო. პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ ისეთი დეტალების გათვალისწინება, როგორიცაა სარემონტო სამუშაოების ვადები და მაღალხარისხიანი სამშენებლო პროდუქტების ყიდვა. მაგალითად გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომპანია ბესტი ჯგუფი გთავაზობთ იატაკის მოჭიმვის ყველაზე ხარისხიან სერვისს. თქვენ შეგიძლიათ სტიაშკის დაგება იაფად და სწრაფად, რადგან აღნიშნული კომპანია იყენებს თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებსა და უახლესი ტენდენციების მიხედვით შემუშავებულ სამუშაო გეგმას.
ზოგადად იატაკის მოჭიმვა სახურავზე და ასევე სტიაშკის დასხმა ტერასაზე საკმაოდ ცნობილ პროცედურას წარმოადგენს. ზემოთხსენებული კომპანიის მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში თქვენი სარემონტო სივრცის ზედაპირზე ახალი ფენის დაგება მოხდება პოლისტიროლ-ბეტონით, რის განხორციელებამდეც საფუძვლის მომზადების ეტაპი შესრულდება პემზის გამოყენებით. სახურავის სტიაშკის მოჭიმვა გარანტირებულად სანდო გადაწყვეტილებას წარმოადგენს, თუმცა ამ ეტაპზე მისვლამდე აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გაითვალისწინოთ. კერძო ან თუნდაც სამრეწველო სივრცის სახურავის განახლება ძალიან კომპლექსურ სამუშაოდ შეიძლება იქცეს, თუკი წინასწარ არ გაითვალისწინებთ სახურავის ძველი ფენის აყრის ვადებსაც. ასევე, აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ სახურავის განახლების სამუშაოების მიერ გამოწვეული ხმაურიც. აღნიშნული ასპექტის გამო საჭიროა წინასწარ დაცალოთ პრობლემური სივრცე და ასევე ხმაურის მიმართ სენსიტიური მგრძნობელობის მქონე შინაური ცხოველები და ბავშვები მოარიდოთ სამშენებლო ტერიტორიას.
ასევე სახურავის განახლება და ტერასის გამოცვლა ნებისმიერი პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით. სწორედ ამიტომ აუცილებელია სამშენებლო კომპანიის დაქირავებისას პროფესიონალ მუშაკებს დეტალურად გამოკითხოთ სარემონტო პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ ასპექტის შესახებ, რომელმაც მუშაობის პერიოდში სარემონტო პროცესის გახანგრძლივება ან დამატებითი მასალის შეძენის საჭიროება შეიძლება გააჩინოს. მაგალითად ბესტი ჯგუფი აღნიშნულ პროცესს სრულიად ინოვაციური და ზედმიწევნით შედგენილი გეგმით ანხორციელებს. თვითონ მშრალი ქვიშა-ცემენტის ხსნარიც კი სამშენებლო მოედანზე მზადდება, რათა მასში შენარჩუნებული იყოს მაქსიმალურად მცირე წყლის რაოდენობა თქვენი სახურავის სტიაშკას უმაღლესი გამძლეობის დონის შესანარჩუნებლად და ბზარებისგან დასაცავად.