დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტების სირთულეები და სიხშირე თანამედროვე სამყაროს განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იმატებს. არქიტექტორებიც და მშენებლობის ხელმძღვანელებიც უკვე უამრავ ფაქტორს ითვალისწინებენ ახალი პროექტის წამოწყებისას, თუმცა თითქმის შეუძლებელია ხარისხიანი და პრაქტიკული მშენებლობის ბოლომდე მიყვანა ბეტონის გამოყენების გარეშე. ეს ცნობილი და საკმაოდ გამძლე პროდუქტი ძალიან დიდი ხანია რაც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დანიშნულებით და თანაც თავის დანიშნულებას ყოველთვის იდეალურად ასრულებს. თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერი მასალა, არც ბეტონია ასი პროცენტით დაზღვეული დაზიანებისგან და დაბზარვისგან. ამას ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუთვალისწინებელი ზეწოლა და შემთხვევებიც კი იწვევს. სწორედ ამიტომაა საჭირო ისეთი ეფექტური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ბეტონისთვის განკუთვნილი მავთულბადე.
ეს პროდუქტი ძალიან პრაქტიკული და სანდოა. იგი წინასწარ იგება თქვენი მშენებლობის ან რემონტის პროექტის პროპორციების შესაბამისად და თანაც ადგილზე ხდება მისი მოტანა. მავთულბადის შეკვეთა ასევე ამარტივებს თვითონ ბეტონის ჩასხმის მიმდინარეობასაც, რადგან იგი საერთოდ არ იცვლის ზომას ამ პროცესის განმავლობაში და თანაც ნებისმიერი წონის ზეწოლასაც თავისუფლად უძლებს. ბეტონისა და მავთულბადის დუეტის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ფართო მასშტაბების დაფარვა გსურთ ბეტონით. მავთულბადე დიდ ფართობზე გაშლილ თხევად მასას სძენს უფრო მეტ მოქნილობასა და სიმკვრივეს გაშრობის შემდეგ. ბეტონის მდგრადობისა და მოქნილობის შესაბამის სექციაში გაზრდის კონტროლი შეგიძლიათ მავთულბადის სხვადასხვა სიღრმეზე დამონტაჟებით.
ბეტონის ხარისხიან და პროფესიონალურ დონეზე დასხმა განსაკუთრებით საჭიროა კერძო ავტოფარეხის ტერიტორიაზე, რადგან ამ მონაკვეთს თქვენ ყველაზე ხშირად ხმარობთ. ასეთ შემთხვევაში მავთულბადე მართლაც შეუცვლელ დამხმარედ იქცევა თქვენთვის. როგორც წესი კერძო ავტოსადგომის ფართობი არ არის საკმარისად მასშტაბური იმისათვის, რომ მასზე დასხმული ბეტონის გასამაგრებლად გიგანტური რკინის ბოძების ჩაყოლება გიღირდეთ ნიადაგში. სწორედ ასეთ დროსაა ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური ზემოთხსენებული მავთულბადის სახეობები. ისინი ნებისმიერი სიდიდის ტერიტორიას ერთნაირი სანდოობითა და ეფექტურობით ამაგრებენ.