დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
თანამედროვე ბიზნესის ნებისმიერ სფეროში ახალი კომპანიის განვითარება ხშირ შემთხვევაში თქვენი კონკურენტუნარიანობის სერიოზულ გამოცდას გულისხმობს. თუკი გსურთ, რომ ახალი საოფისე სივრცე ან ნებისმიერი სახის სამრეწველო ფართი სწრაფად და შეღავათიან ფასებში აქციოთ უმაღლესი დონის კომერციულ ტერიტორიად, მაშინ მიკროცემენტის შეკვეთა დღესვე უნდა გააკეთოთ. ბეტონის იატაკების დაგება და მსგავსი მასალების გამოყენება უკვე ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მიკროცემენტის მთავარი დადებითი მხარეების შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არაფერი იცის.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ახალშეძენილი კომერციული ფართის რენოვაციაში ჩასადები ბიუჯეტის ზომა. ნებისმიერი ზომის ბიზნესის წამოწყებისას პროექტის საწყის ეტაპზე ძალიან სასარგებლოა თანხების გონივრულად დახარჯვა, რის გამოც რენოვაციის სერვისის თავიდან აცილება მართლაც ძალიან გამართლებულ არჩევანს წარმოადგენს. მიკროცემენტის დასხმა სწორედ ამის საშუალებას იძლევა, რადგან მისი ფენის ზევიდან გადასმა შესაძლებელია ნებისმიერი სახის ძველებურ ზედაპირზე. ამისათვის სულ რაღაც 2-3 მმ სისქის ფენა გამოიყენება, რისი საშუალებითაც სწრაფად და შეღავათიან ფასად განაახლებთ ძველი შენობის კედლებს, იატაკს, კიბეებს და ფასადის ნებისმიერ სასურველ ნაწილს. მსგავსი საქმიანობის შესრულება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, რისი დახმარებითაც ახალი და გარემონტებული შენობის ტერიტორიაზე უფრო მალე შეძლებთ კომერციული საქმიანობის წამოწყებას.
თქვენ სფეროში მოასპარეზე სხვა ბიზნესებისთვის კონკურენციის გაწევაში ასევე დაგეხმარებათ ლამაზი ინტერიერის მქონე კომერციული ფართის ქონა. მიკროცემენტის წასმა ამ მხრივაც საკმაოდ მომგებიანია, რადგან მისი ზედაპირს შეგიძლიათ მიანიჭოთ ნებისმიერი სასურველი ფერი ან დიზაინის მოხაზულობა. რაც მთავარია, ყველაზე ესთეტიური და მომხიბვლელი ფენის დაგება შესაძლებელია მიკროცემენტის ერთ დიდ, უწყვეტ ფენად. მაგალითად მსგავსი ტიპის იატაკი, ჩაღრმავებებისა და წყვეტების გარეშე ბევრად უფრო ლამაზი და ჰიგიენურია. თუკი ასეთი ტიპის ზედაპირს შეუხამებთ ასევე მიკროცემენტისგან დამზადებულ ავეჯს, აბაზანის ერთეულებს და მსგავს დეტალებს, მაშინ თქვენი განახლებული სივრცე მართლაც სამაგალითო იერს მიიღებს. აღნიშნული მასალით სველი წერტილების დაფარვა ასევე სასარგებლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. მიკროცემენტის თხელი ფენაც კი სრულიად წყალგაუმტარია და იდეალურ მასალას წარმოადგენს საშხაპეებისა და სხვა მსგავსი წერტილების მოპირკეთებისათვის. ასეთი დეკორატიული კედელი და იატაკი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნაცრისფერი, კრემისფერი, წითელი, ყვითელი და კიდევ სხვა უამრავი ფერის ზედაპირით ბესტი ჯგუფის საიტის გამოყენებით.
ბეტონის იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა)
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონი მრავალფუნქციური და ერთ-...
ტერაცოს იატაკი
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
იატაკის დაგება საუკეთესო მასალ...
მავთულბადე და მისი გამოყენება
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
გასულ წლებში მეტალის ბადის გამ...
ეპოქსიდური იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
სარემონტო სამუშაოების წამოწყებ...
სამრეწველო ბეტონის იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 40
ნებისმიერი სახის და მასშტაბის ...