დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
საოფისე ფართები, მისაღები დარბაზები და საგამოფენო სივრცეები ერთი მნიშვნელოვანი დეტალის ირგვლივაა გაერთიანებული მომხმარებლის თვალში: ასეთი ოთახების ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებაა თქვენი ბიზნესის იმიჯისა და პრაქტიკული ეფექტურობის ნათლად წარმოჩენა ნებისმიერი ტიპის სტუმრის თვალში. ხშირ შემთხვებაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად იყენებენ როგორც ძვირადღირებულ ავეჯს, ისე ინტერიერის დიზაინერის მიერ გონივრულად შერჩეული პალიტრით შეღებილ კედლებსაც. თუმცა, მსგავსი დანამატების გარდა ყველას ხშირად ავიწყდება, თუ რამხელა ესთეტიური და პრაქტიკული გავლენა გააჩნია იატაკს ნებისმიერი სახის სივრცის ხასიათის ჩამოყალიბების საკითხზე.
კლიენტებისა და მომხმარებლებისათვის უსაფრთხო და ესთეტიური იატაკის დახვედრებისთვის სრულიადაც არ გახლავთ საჭირო ძვირადღირებული ხის ნაჭრების ან ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ფილების შეკვეთა. აღნიშნულ მისიას მარტივად შეასრულებს ეპოქსიდური იატაკების დაგება. მათი პრიალა ზედაპირი საკმაოდ მარტივად უძლებს ძლიერ დატვირთვას, არ ილაქება ქიმიური და სხვა ნებისმიერი სახის კომერციული სითხის ზედ დაღვრის შედეგად და ასევე რაც მთავარია, გამოირჩევა მრავალფეროვნებითაც. მაგალითად ბესტი ჯგუფის პროფესიონალი დიზაინერები მარტივად დაგიმზადებენ სხვადასხვა ფერისა და ვიზუალის მქონე პოლიმერულ ფენებს თქვენი ოთახების იატაკების გასაუმჯობესებლად.
ეპოქსიდური იატაკების დამზადება ასევე საკმაოდ დაბალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ბიზნესის მეპატრონეს მათი გამოყენება შეუძლია არამარტო სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცეების გასალამაზებლად, არამედ მომსახურე პერსონალის სამუშაო ტერიტორიის გასაუმჯობესებლადაც. პოლიმერული იატაკის დადება ბევრად უფრო უსაფრთხოს და სუფთას გახდის ნებისმიერ სფეროში მომუშავე მუშაკების ხშირად გამოყენებად სივრცეებს. თანაც, ცნობილი ფაქტია, რომ ესთეტიურ და მოხერხებულ სივრცეში მომუშავე პერსონალის მუშაობის ხარისხი ყოველთვის შესამჩნევად უფრო მაღალი დონით გამოირჩევა.
პოლიმერული იატაკის დაგება საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი, ძველ იატაკზე ეპოქსიდური ფენის გადასმა კი კიდევ უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ეპოქსიდური იატაკის შეკვეთა არასდროს შეუქმნის თქვენს ბიზნესს დიდი ხნით მუშაობის შეწყვეტის საფრთხეს. ეს განსაკუთრებით სასარგებლო თვისებაა ისეთი ხალხმრავალი ობიექტებისთვის, როგორიცაა მაგალითად რესტორანი ან სამედიცინო კლინიკა.
ბეტონის იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა)
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონი მრავალფუნქციური და ერთ-...
ტერაცოს იატაკი
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
იატაკის დაგება საუკეთესო მასალ...
მავთულბადე და მისი გამოყენება
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
გასულ წლებში მეტალის ბადის გამ...
ეპოქსიდური იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
სარემონტო სამუშაოების წამოწყებ...
სამრეწველო ბეტონის იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 40
ნებისმიერი სახის და მასშტაბის ...