სოფელ წილკანში, ლოკოკინების ქარხნის შემდეგ „ბესტი ჯგუფი“ ახალ პროექტზე მუშაობს.
ჩვენი კომპანია მომავალი საწარმოსთვის სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ახორციელებს: ფუნდამენტების მოწყობა, საფუძვლის მომზადება, გარე პერიმეტრის გალვანიზაცია, საწარმოო იატაკისა და გზების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ „ბესტი ჯგუფი“ სამუშაოებს საკუთარი ტექნიკითა და გამოცდილი მუშახელით აწარმოებს.