დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
ორიგინალური სამშენებლო პროექტების დაგეგმარების ან უბრალოდ სარემონტო სამუშაოების წამოწყებისას ტერაცოს ვიზუალის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ეს უნიკალური მასალა მნიშვნელოვანი ხარჯებისა და დროის დაკარგვის გარეშე მიგაღებინებთ ისეთ თანემდროვე და მოდაში მყოფ ინდუსტრიულ დიზაინს, როგორის მისაღებადაც როგორც წესი ბეტონის იატაკებს აგებენ. ტერაცოს იატაკის დაგება საშუალებას მოგცემთ მისი ალტერნატივებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მრავალფეროვანი ესთეტიკა შესძინოთ თქვენს ოთახებს. მინიმალისტური და კომერციული სივრცეების მსგავსი პრიალა დიზაინების მსურველებისთვის ეს პროდუქტი მართლაც საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. რაც მთავარია, ტერაცოს დაგების სერვისი გამოირჩევა როგორც იატაკის დასხმის მრავალფეროვანი ვარიანტებითაც, ისე ზედაპირისა და ტერაცოს სტრუქტურის განსხვავებული შემოთავაზებებითაც.
თქვენს მიერ განახლებული სამუშაო ან საცხოვრებელი სივრცის ესთეტიურ მხარეზე ზრუნვისას ასევე გასათვალისწინებელია ტერაცოს გამძლეობაც სიცხის მიმართ. თუკი ლამაზი და ორიგინალური დიზაინით გაქვთ გადაწყვეტილი ტერაცოს იატაკის დასხმა, მაშინ მასზე ხალიჩის გადაფარება არ ღირს. მიუხედავად რბილი ზედაპირის დანაკლისისა, თქვენი ოთახის იატაკი მაინც მარტივად შეიძლება გაათბოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული მასალის მოხერხებული სტრუქტურა იატაკის ქვეშ ნებისმიერი სახის გათბობის სისტემის დამონტაჟების საშუალებას გაძლევთ.
სხვადასხვა ტემპერატურის მიმართ დიდ გამძლეობასთან ერთად, ტერაცოს იატაკის დასხმა ასევე მისი უსაფრთხო შემადგენლობის გამოც ღირს. ეს პროდუქტი სრული სიგლუვით გამოირჩევა, რაც წინააღმდეგობას უწევს მიკროორგანიზმების მიერ იატაკის გაჭუჭყიანებას და ობის გაჩენას. ფორებისგან თავისუფალი ზედაპირის წყალობით მისი გადაწმენდის შემთხვევაში თქვენ მართლაც ბოლომდე იქნებით დარწმუნებული, რომ იატაკის ზედაპირი სრულყოფილად სუფთაა და მის ნაპრალებში მტვრის ნაწილაკები არ იმალება. აქედან გამომდინარე, ტერაცოს ზედაპირის დაგება სრულიად განგათავისუფლებთ იატაკის მოვლის რუტინული სერვისებით სარგებლობისგანაც.
ვიზუალური და ფიზიკური პლიუსების გარდა, ტერაცო საკმაოდ მარტივად დაგეხმარებათ სამშენებლო თანხების დაზოგვაშიც. ტერაცოს სერვისი გარანტირებულ და საღ ინვესტიციად ითვლება, რადგან სწორად დამზადების შემთხვევაში თქვენ იატაკის გამოცვლის ან გარემონტების საჭიროება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ გექნებათ. სწორედ ამის გამო ტერაცოს უკვე მრავალი დეკადაა აქტიურად იყენებენ სხვადასხვა გზით.
ბეტონის დასხმა და საჭირო რჩევები
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...
ბეტონის იატაკის მოჭიმვა
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონის იატაკის მოჭიმვა რამდენიმე მნიშვნე...
ბეტონის ხარისხი მშენებლობაში
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის აშენებისა თუ გარემონტებ...
სადრენაჟე ცხაურის სწორად გამოყენება
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კერძო თუ კომერციულ ტერიტორიაზე იატაკის და...
ბეტონის დასხმა – რა უნდა ვიცოდეთ?
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
კომერციული ფართის რემონტის ან მშენებლობის პროექტში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათ...
ბეტონის სწორად შერჩევა მშენებლობისთვის
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
სამშენებლო პროექტის წარმატებით დასასრულებ...