დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
მავთულბადეები სამშენებლო სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მათი გამოყენება საკმაოდ ხშირად ხდება როგორც ტერიტორიების გამყოფ ბარიერებად, ასევე ბეტონის ზედაპირის შიგნითაც. სეტკის დაგება ბეტონის დასასხმელად მართლაც ძალიან პოპულარულ მეთოდად იქცა თანამედროვე ბაზარზე, რადგან აღნიშნული პროდუქტი მრავალი დადებითი თვისებით გამოირჩევა. პირველ რიგში აღსანიშნავია მისი ზომებისა და მდგრადობის თანაფარდობა. მზა მეტალის ბადე მოგეწოდებათ თქვენთის სასურველი სიგრძითა და სიგანით, რაც ყოველთვის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს რთული სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. შენადუღი ბადის დამზადება ასევე საკმაოდ სწრაფადაა შესაძლებელი, რის მიუხედავადაც იგი თქვენს სამშენებლო ტერიტორიაზე გადმოტანისას და ბეტონში ჩადგმისას საერთოდ არ კარგავს პირვანდელ ფორმებს. ამის წყალობით მავთულბადის შეკვეთა გაგიადვილებთ როგორც მთლიანი პროექტის შესასრულებელ ვადებში ჩატევას, ისე მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებისთვის დავალებების მიცემასაც. როგორც წესი, შენადუღი ბადის ბეტონში ჩადგმა ძალიან მარტივ და ნაკლებად შრომატევად პროცესს წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის მუშაკებისთვის.
ბეტონის არმირების სერვისი ხშირად მოისაზრება მეტალის ბოძების მთავარ კონკურენტად. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიები ხშირად იყენებენ მეტალის დიდ ნაჭრებს სხვადასხვა ტიპის ბეტონის გასამაგრებლად, ზოგიერთ სიტუაციაში ეს პროდუქტი ნამდვილად ვერ შეედრება მავთულბადის დაგებას. ხარისხიანად და სწორი პროპორციებით დამზადებული მეტალის ბადე ბევრად უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემთ ბეტონის დასხმისას, რადგან იგი უპრობლემოდ ამაგრებს დიდ ფართობზე გაშლილ მასალასაც. თანაც, მაგალითად პირადი ავტოფარეხის წინ დასაგები ბეტონის ზედაპირის დასაცავად ზედმეტად დიდი ინდუსტრიული მეტალის ბოძების გამოყენება მართლაც ზედმეტ თავის ტკივილად შეიძლება გექცეთ. ასეთ დროს მავთულბადის ყიდვა ყველაზე საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. იგი მოგეწოდებათ წინასწარ აწყობილ მდგომარეობაში, რაც მაგალითად თქვენი ეზოს მოპირკეთების შემაწუხებელ სამუშაოებს ბევრად უფრო მალე დაგასრულებინებთ. ასევე კერძო სივრცის განახლებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში მეტალის ბოძების ჩადგმისთვის საჭირო რესურსებთან შედარებით მავთულბადის მოწოდების სერვისი ბევრად უფრო მარტივად ჩაჯდება. ამასთანავე, სოლიდური დიზაინისა და მდგრადობის გამო მზა მეტალის ბადე თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზომისა და სტილის კომერციული სივრცის განახლებისთვისაც, რადგან იგი შეუდარებლად იცავს დიდ ტერიტორიაზე დასხმულ ბეტონის მასას დაბზარვისგან.