დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
ბეტონის იატაკის პოლირება სამუდამოდ დაგავიწყებთ იატაკის ზედაპირიდან აყრილი მტვრის და მსგავსი ნაწილაკების მიერ გაჩენილ პრობლემებს. ბეტონის ნატურალური ზედაპირი საკმაოდ მდგრადია, თუმცა იგი ბოლომდე არაა დაცული სხვადასხვა სპეციფიური ქიმიური რეაქციების მიერ მისი ზედაპირის დაზიანებისგან. ზოგადად ეს მასალა ფოროვანი სტრუქტურისგან შედგება, რაც ბუნებრივად იწვევს მასში არსებული მინერალების მიგრაციას და ზედაპირის ამტვერებას. ასეთ პროცესს თავისუფლად შეუძლია ეპოქსიდური ზედაპირის დაზიანებაც კი. სწორედ ამიტომ სჯობს ბეტონის ზედაპირის დაგებისთანავე მის ზედა ფენაზე ჭკვიანურად ზრუნვა და ბეტონის იატაკის პოლირების სერვისით სარგებლობა.
შესაფერისი სპეციალისტებისთვის ბეტონის იატაკის პოლირების შეკვეთა თქვენ საბოლოო ჯამში სხვა სერვისებით სარგებლობას აგარიდებთ თავიდან. მაგალითად ბეტონის პოლირებული იატაკის უპირატესობაა ინდუსტრიულ და ქიმიურ ლაქებთან მარტივად გამკლავება. ამის წყალობით საკმაოდ მარტივად ამოაგდებთ ყოველდღიური რუტინიდან იატაკის მოპრიალების, მოწმენდის და განახლების სამუშაოებს. ცემენტის ზედაპირის მოპრიალება ისეთი რთული სითხეებისგანაც კი იცავს იატაკის ზედაპირს, როგორიცაა ზეთი და ბენზინი. მსგავსი სერვისით სარგებლობა ასევე თავიდან აგაცილებთ სამუშაო სივრცის იატაკზე წყლის დიდი ხნით გაჩერებაზე ნერვიულობასაც. მოპრიალებულ ზედაპირში სითხე საერთოდ ვეღარ შეაღწევს და წყლის ნაჩქარევად მოწმენდის გარეშეც მარტივად დაიცავთ თქვენს იატაკს დაობების მსგავსი პრობლემებისგან.
ბეტონის პოლირების სპეციალისტის გამოძახება ასევე ძალიან ჭკვიანურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს გიგანტური საწყობების განახლებისას. მსგავს სივრცეში მოპრიალებული იატაკის ქონა ბევრად უფრო გაგიადვილებთ მთლიანი დარბაზის განათებას. შუქის ელეგანტურად არეკვლის გარდა პოლირებული იატაკის დაგება ასევე საკმაოდ გაზრდის თქვენი ფირმის უსაფრთხოების სტანდარტებსაც. ასრიალების რისკის შემცირებასთან ერთად, ამ ტიპის ზედაპირზე ბევრად უფრო უკეთ ჩანს სხვადასხვა გამაფრთხილებელი წარწერები და ნიშნებიც, რომლებიც იატაკზე იხატება საღებავით.
საერთო ჯამში პოლირებული იატაკის დაგება დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში გრძელვადიანი პერსპექტივით. იგი ასევე მრავალფეროვანი დიზაინის წყალობით მარტივად მოერგება ნებისმიერ სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეს. ამასთანავე, ბეტონის იატაკის მოპრიალების სერვისი გამოირჩევა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ელემენტებით და მისი გამოყენებით მიღებული საბოლოო პროდუქტი ხშირი შეხების შემთხვევაშიც კი არ გამოყოფს საზიანო ნაწილაკებს ჰაერში.
ბეტონის იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა)
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 26
ბეტონი მრავალფუნქციური და ერთ-...
ტერაცოს იატაკი
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
იატაკის დაგება საუკეთესო მასალ...
მავთულბადე და მისი გამოყენება
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 15
გასულ წლებში მეტალის ბადის გამ...
ეპოქსიდური იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 23
სარემონტო სამუშაოების წამოწყებ...
სამრეწველო ბეტონის იატაკები
დამათებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
595 01 01 40
ნებისმიერი სახის და მასშტაბის ...